მიწისქვეშა გადასასვლელში ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს
მიწისქვეშა გადასასვლელში ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს

A+ A-

14:26 09/03/2019

თბილისში, მეტროსადგურ "ტექნიკური უნივერსიტეტის" მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფრომაციით, წაღებულია ტანსაცმელი. მოვაჭრეები არ გამორიცხავენ, რომ დანაშაული არასრულწლოვნების მიერ იყოს ჩადენილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით, საქმის ძიება სისხლის სამათლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.