მსახიობი ვლადიმერ ეტუში 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
მსახიობი ვლადიმერ ეტუში 96 წლის ასაკში გარდაიცვალა

A+ A-

15:00 09/03/2019

სსრკ-ს სახალხო არტისტი ვლადიმერ ეტუში 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ მსახიობის ქალიშვილმა დაადასტურა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

 გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ ეტუში საავადმყოფოში 8 მარტს გადაიყვანეს. 9 მარტს კი - დილით გარდიცვალა. ვლადიმერ ეტუშმა თეატრსა და კინოფილმებში 100-ზე მეტი როლი შეასრულა. მაყურებელმა იგი ფილმებში -"კავკასიელი ტყვე ქალი“, "12 სკამი“, "ივანე ვასილის ძე იცვლის პროფესიას“-ში შესრულებული როლებით შეიყვარა.