ვინ არის მამაო, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო
ვინ არის მამაო, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო

A+ A-

15:23 09/03/2019

სასულიერო პირმა, რომელიც ვირით გადაადგილდება, სოციალური ქსელი დაიპყრო. მამა სებასტიან ნეფარიძე, რომელიც ხაშურის ერთ-ერთ ტაძარში მსახურობს, ვირით გადადგილდება და უამრავი ცხოველი ჰყავს შეფარებული. "ძალიან მიხარია ასეთი ადამიანების პოვნა. გულზე სინათლე მეფინება, იმედი მეძლევა, რომ ჯერ დაღუპულები არ ვართ, კიდე ვსუნთქავთ და გული გვიცემს. მადლობა მამაო სებასტიანე ნეფარიძე", - წერს ერთ-ერთი სოციალური ქსელის მომხმარებელი. "ეს მამაო ჯიპის ნაცვლად, ვირით დადის და მიუსაფარ ცხოველებს იფარებს და უვლის“, - წერს ირმა მთიულიშვილი. "წავედით დღეს ხაშურში მამა სებასტიანე ნეფარიძესთან. დაგვხვდნენ მამაო, ძაღლი - ჩინგიზა და ვირი - ლურჯა (იღბალას ახალი მეგობრები), მათ ყველაზე მეტად მოინდომეს იღბალასთან შეხვედრა და მამაოს გამოყვნენ ჩვენს დასახვედრად. იღბალა მონასტერთან ახლოს იცხოვრებს ამიერიდან სხვა ბედნიერ ცუგებთან ერთად. მთელი გზა ცქმუტავდა, თითქოს გრძნობდა, რომ ნამდვილ, მოსიყვარულე, მზრუნველ მეგობართან მიდიოდა. ამიერიდან ექნება თავისუფლება, სიყვარული, ზრუნვა, საკვები, სახლი - ყველაფერი, რაზეც აქამდე ვერც კი იოცნებებდა. მადლობას გიხდით მამა სებასტიანეს და ყველას, ვინც იღბალას დისტანციურად გულშემატკივრობდით. ერთად ყველაფერი შეგვიძლია!!!“ - წერს ნინა გრეი.