“სად შეიძლება რომ წავიდეს წულუკიანი? - უზენაესი სასამართლო, ელჩი თუ სხვა სამინისტრო?!“
“სად შეიძლება რომ წავიდეს წულუკიანი? - უზენაესი სასამართლო, ელჩი თუ სხვა სამინისტრო?!“

A+ A-

×

15:50 09/03/2019

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თანამდებობიდან შესაძლო წასვლას ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმაურება. აბაშიძე იმ სავარაუდოდ უწყებებს ასახელებს, სადაც შესაძლოა წულუკიანმა გადაინაცვლოს.

"საინტერესოა, თუ მიდის ამ თანამდებობიდან, რომელსაც "ქოცნების" მოსვლიდან შეუცვლელად იკავებდა, რატომ და სად?.. სად შეიძლება რომ წავიდეს? - უზენაესი სასამართლო, ელჩი, სხვა სამინისტრო, თუ სად? ვერსია უამრავია. ცხადია, თუ მიდის. რას ფიქრობთ, რატომ? სად შეიძლება რომ ვიხილოთ?" - წერს ფეისბუქზე გია აბაშიძე.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღებში, თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის პოსტს დატოვებს. ამ დროისთვის უცნობია, წულუკიანი მიდის თუ უშვებენ. "ქართულ ოცნებაში“ წულუკიანის თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. შეგახსენებთ, თეა წულუკიანი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი მთვარობის იუსტიციის მინისტრად 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა. ის ერთადერთი შეუცვლელი მინისტრია, რომელმაც მოახერხა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მინისტრის თანამდებობა შეინარჩუნა.