ბრიტანეთის სამეფო ოჯახის აქამდე უცნობი ცნობილი ნათესავები
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის აქამდე უცნობი ცნობილი ნათესავები

A+ A-

×

13:22 10/03/2019

გაგიკვირდებათ და გაგაოცებთ ის ფაქტი, თუ როგორ ენათესავებიან ვარსკვლავური სახეები ბრიტანეთის სამეფო ოჯახს.

როგორც აღმოჩნდა, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ცნობილი ნათესავია  საქსესის ჰერცოგინია მეგან მარკლი. ბევრს ჰგონია, რომ მეგან მარკლი პრინც ჰარისთან ქორწინებამდე ჩვეულებრივი გოგონა იყო. მაგრამ როგორც გენეალოგიის სპეციალისტებმა გაარკვიეს, მეგანის ერთ-ერთი წინაპარი მამის მხრიდან მეფე ედუარდ ΙΙΙ გახლდათ. ასე რომ, სანამ ჰარიზე ოფიციალურად დაქორწინდებოდა, ბრიტანეთის სამეფო ოჯახს, შორეულ ნათესავად ეკუთვნოდა.

სამეფო ოჯახის ნათესავების სიაშია ანჯელინა ჯოლიც , რომელმაც 2014 წელს დედოფლისგან ქალბატონის ტიტული მიიღო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ისინი ნათესავები არიან ფრანგი მეფის ფილიპ ΙΙ ოგიუსტის მხრიდან.

ყველაზე მოულოდნელი და გასაოცარი აღმოჩნდა სამეფო ოჯახის ნათესავთა სიაში პოპ-დივას, ბიონსეს აღმოჩენა, რომელიც დედოფალს ინგლისელი მეფის ჰენრი ΙΙ პლანტაგენეტის მხრიდან ენათესავება, რომლის ერთ-ერთი შთამომავალი ოკეანის მეორე მხარეს გადასახლდა და აშშ-ს სამხრეთში დამკვიდრდა.

დედოფლის ნათესავია ყველასთვის ცნობილი განსხვავებული გარეგნობის წარმატებული მოდელი კარა დელევინიც. როგორც აღმოჩნდა კარა დელევინისა და ელისაბედ ΙΙ-ის საერთო წინაპარი გახლდათ პატრიკ ლიონი, სტრატმორისა და კინგჰორნის მე-3 გრაფი. ის წარმოადგენს დედოფლის დიდ ბაბუას მე-6 თაობაში დედის ხაზით, კარა დელევინის კი - დიდ ბაბუას მე-9 თაობაში.

შემდეგი გასაოცარი აღმოჩენა ტომ ჰენქსისა და ბრიტანელ მონარქთა ნათესაური კავშირია. როგორც აღმოჩნდა, ტომ ჰენქსი ბრიტანელ მონარქებთან დაკავშირებულია საერთო წინაპრით , ბარონ უილიამ ფიტც-ჰიუთით. პრინცი უილიამი ჰენქსს ბიძაშვილის შვილად ეკუთვნის მე-16 თაობაში.

გამორჩეული და არისტოკრატული ვიზუალი,  როგორც აღმოჩნდა, ყველასთვის საყვარელ ბრეტ პიტს გენეტიკურად  აქვს. გაგიკვირდებათ, მაგრამ ბრედ პიტი ინგლისის მეფის ჰენრი ΙΙΙ-ის შვილთაშვილია 24-ე თაობაში. ამის გარდა, ის პრინც უილიამის ბიძაშვილია მე-17 თაობაში.

როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, აშშ-ს ექს-პრეზიდენტ ბარაკ ობამასაც გამოუჩნდა საერთო წინაპრები ელისაბედ ΙΙ-სთან. მათი საერთო წინაპრები ინგლისელი არისტოკრატები უილიამ ჟერარი და მისი მეუღლე ელიზაბეტ ბაირონი იყვნენ , რომლებიც მე-15-ეს ბოლოს - მე-16 საუკუნეების დასაწყისში ცხოვრობდნენ. 

გასაოცარია ის ფაქტი, რომ ბრიტნი სპირსი სამეფო ოჯახის ნათესავია. როგორც ბრიტანული გამოცემა იუწყებოდა, როდესაც ბრიტნი სპირსმა ამის შესახებ გაიგო, დიდი ხნის განმავლობაში, ეგონა , უბრალოდ , ეხუმრებოდნენ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, დედოფალ ელისაბედ ΙΙ-ის და ბრიტნი სპირსს საერთო წინაპარი ჰყავთ და ის სერ უოლტერ ბლენტია. მისი ზუსტი დაბადების თარიღი არ არის ცნობილი, მაგრამ არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ის 1403 წლის 21 ივლისს ბრძოლაში შრუსბერისთან გმირულად დაიღუპა. სხვათაშორის, სერ უოლტერი წარმოადგენს შექსპირის ისტორიული პიესის „ჰენრი IV”-ის პირველი ნაწილის ერთ-ერთ პერსონაჟს.

ბრიტანელი მონარქების შთამომავალია , ასევე მსახიობი ბენედიქტ კემბერბეტჩი, რომლის წინაპარია მეფე რიჩარდ ΙΙΙ. გარდა ამისა, მსახიობი ნათესავად ეკუთვნის დედოფალს ელისაბედ ΙΙ-ს , ბრიტანელი მიწათმფლობელის სერ უილიამ ბოუზის მხრიდან.

დარწმუნებულები ვართ, რომ საუკეთესო ბოლოსთვის შემოვინახეთ და ყველაზე მეტად მეათე სამეფო ოჯახის ნათესავი გაგაოცებთ, ქალების გულთამპყრობელი კაპიტანი ჯეკ ბეღურა სამეფო ოჯახის პირდაპირი შთამომავალია. როგორც აღმოჩნდა, ჯონი დეპი - დედოფალ ელისაბედ ΙΙ-ს ინგლისელი მეფის პლანტაგენეტების დინასტიიდან ედუარდ ΙΙΙ-ის მხრიდან ენათესავება.