სოფელ ვაჩნაძიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
სოფელ ვაჩნაძიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

A+ A-

×

17:15 10/03/2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში მარჩილაშვილების ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ რამდენიმე მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „2020NEWS“ -ს განუცხადეს, სავარაუდოდ,  ცეცხლი გვიან შენიშნეს, რადგან ადგილზე მისულ პირველ  სამაშველო ბრიგადას სახლი თითქმის ბოლომდე დამწვარი დახვდა.

 ხანძრის ჩასაქრობად  მობილიზებული იყო ექვსი სახანძრო მანქანა. ოჯახმა ბინიდან საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა ვერ შეძლო.

 რა გახდა საცხოვრებელ სახლში ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერ უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.