ფეისბუქზე უნდა დავდო გამოკითხვა , წავიდე თუ არა პოლიტიკაში - ლადო კახაძე
ფეისბუქზე უნდა დავდო გამოკითხვა , წავიდე თუ არა პოლიტიკაში - ლადო კახაძე

A+ A-

13:45 11/03/2019

ექიმი ლადო კახაძე , ამ ეტაპზე,  არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის ოლქში მიიღებს მონაწილეობას.  ამის შესახებ „2020NEWS“-ს თავად ლადო კახაძემ განუცხადა.

 „ დილიდან ძალიან ბევრი  ადამიანი მირეკავს. გადაწყვეტით არაფრის თქმა  შემიძლია. როგორც ჩანს, ხალხს აქვს ინტერესი, ამ თემასთან დაკავშირებით. ფეისბუქზე უნდა დავდო გამოკითხვა, წავიდე თუ არა პოლიტიკაში.

მე ჯერ უნდა ვკითხო ჩემ მომავალ თაობას და შვილებს, მოეწონებათ თუ არა ჩემი ესა თუ ის ნაბიჯი. მინდა, იქ ვიყო, სადაც ხალხს ვჭირდები. “ - განაცხადა ლადო კახაძემ „2020NEWS“-სთან.

 ცნობისათვის, ლადო კახაძე 1998-2002 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. პარლამენტის შუალედური არჩევნების მთაწმინდის ოლქში მაისში გაიმართება.