თეა წულუკიანს ირაკლი ღარიბაშვილი შეცვლის?
თეა წულუკიანს ირაკლი ღარიბაშვილი შეცვლის?

A+ A-

16:21 11/03/2019

რამდენიმე დღეა, ვრცელდება ინფორმაცია,  იუსტიციის მინისტრის , თეა წულუკიანი თანამდებობიდან წასვლის შესახებ.

"2020NEWS-ს“ ინფორმირებული წყარო უდასტურებს, რომ წულუკიანის მთავრობიდან წასვლის საკითხი გადაწყვეტილია.

"2020NEWS-ის“ წყაროს ინფორმაციითვე, იუსტიციის მინისტრის პოსტზე, პოლიტიკაში ახლადმობრუნებული, ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა განიხილება.

სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები  , ცოტა ხნის წინ,  „ქართულ ოცნებაში“ სერიოზული  დაპირისპირების მიზეზი გახდა.  სასამართლო სისტემის  რეფორმირებაზე პასუხისმგებელი კი  სწორედ იუსტიციის სამინისტროა.

შეგახსენებთ, წულუკიანი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობის იუსტიციის მინისტრად 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა.