თაკოს მთის ქალის ხასიათი აქვს, რომელმაც უკან დახევა არ იცის - ნათია ფანჯიკიძე
თაკოს მთის ქალის ხასიათი აქვს, რომელმაც უკან დახევა არ იცის - ნათია ფანჯიკიძე

A+ A-

16:42 11/03/2019

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე თაკო ჩარკვიანის პარტიას “კანონი და სამართალი“ წარმატებებს უსურვებს ,- ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„თაკო ჩარკვიანს და მის პარტიას ვუსურვებ წარმატებას. არამხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანი რომ დავიბადე, იქვე-იქვე, სიახლოვეს დამხვდა და ცხადია, ნეპოტისტურად მიყვარს, ყოველგვარი ნეპოტიზმის გარეშე, ობიექტურად, თაკო ღონიერი გოგოა, ძალიან შეუპოვარი და გამბედავი.

არასდროსაა ემოციურად ზარმაცი, მძაფრად, დრამატულადაც კი იცის განცდა, ამიტომ ასეთი ემოციურობის გამო ზოგს სუსტი შეიძლება ეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში უშრეტი ენერგიის ადამიანია, მთის ქალის ხასიათით, რომელმაც უკან დახევა არ იცის. ახლა მას დაესევიან ხელისუფლებით კმაყოფილებიც და ხელისუფლებით უკმაყოფილოებიც, როგორც ხდება ხოლმე.

ისინიც დაესევიან, ვისაც არც ნაცი უნდა, არც ქოცი, მაგრამ არც არავის ამოღებული ხმა მოსწონს. ხოდა, გამძლეობა და სიმართლის მსახურების ძალა მას. რადგან ბრძოლა გადაწყვიტა, დიდება ყველა ბუნებით მებრძოლს, ყველა დროს და ყოველთვის.“-წერს ნათია ფანჯიკიძე.

შეგახსენებთ, გუშინ თაკო ჩარკვიანმა პარტია „კანონი და სამართალი“ ჩამოაყალიბა.