კალაძე საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს
კალაძე საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს

A+ A-

17:17 11/03/2019

 თბილისის მერი კახა კალაძე „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს. „საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ვხედავ. მაქსიმალურად ვეცადოთ, ამ კონკრეტულ საქმეს პოლიტიკური კონტექსტი მოვაშოროთ“, – აღნიშნა კალაძემ. ამასთან, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა ექნება.

 შეგახსენებთ, „თიბისი ბანკის“ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას „ევროპული საქართველო“ ითხოვს.