სიამაყით ვუყურებ ხოლმე უნივერსიტეტს, რადგან მე ეს შევძელი - ანასტასია ზაზაშვილი
სიამაყით ვუყურებ ხოლმე უნივერსიტეტს, რადგან მე ეს შევძელი - ანასტასია ზაზაშვილი

A+ A-

19:49 11/03/2019

თბილისში ახალი არქიტექტურული კომპანია “WHITE HOUSE“ გამოჩნდა, რომლის დამაარსებელიც 24 წლის ანასტასია ზაზაშვილია.    

როგორც ანასტასია ამბობს, წინ დიდი გეგმები აქვს. არქიტექტურაში ახალი გამოწვევებია და ახალი სტანდარტების დაგემვა არის საჭიროო.

ყველაფერი კი სახლში გაკეთებული უხარისხო რემონტიდან დაიწყო. ხელოსნებმა, რომლებმაც სარემონტო სამუშაოები უხარისხოდ შეასრულეს, ყველანაირი პასუხისმგებლობა მოიხსნეს და სახლი ახლიდან გასარემონტებელი გახდა. "მაშინ გამიჩნდა იდეა, რომ არქიტექტურული კომპანია ჩამომეყალიბებინა. ჯერ ბევრი დრო მჭირდება, რომ კომპანია ფეხზე გავაყენო, ვნახოთ რა გამომივა, დიდი მიზნები მაქვს", - უთხრა  “2020NEWS"-ს ანასტასია ზაზაშვილმა: 

- არქიტექტურული კომპანიის დაარსება ჯერ კიდევ 2012 წელს გადავწყვიტე,  მაშინ სახლში გავაკეთეთ რემონტი და დაახლოებით 4 თვეში ყველაფერი გაფუჭდა. ჩვენმა ხელოსნებმა კი პასუხისმგებლობა მოიხსნეს.  მაშინ მივხვდი, რამდენად აუცილებელია ისეთი კომპანიების არსებობა, რომელიც მომხმარებელს მსგავსი სიტუაციებისგან დაიცავდა და არასრულფასოვანი რემონტის შემთხვევაში, ზარალს აანაზღაურებდა. კომპანიის ჩამოსაყალიბებლად 5 წელი დამჭირდა. იმისთვის რომ სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხში უფრო კომპეტენტური ვყოფილიყავი,  უამრავ სამშენებლო-სარემონტო კომპანიაში ვიმუშავე. მინდოდა ახალი სტანდარტები შემესწავლა და უფრო ევროპული და საზოგადოებაზე მორგებული სტანდარტები შემომეტანა ამ სფეროში. ასე შეიქმნა კომპანია “WHITE HOUSE”.

საკმაოდ ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოგვიხდა, რადგან სახელმწიფო ნაკლებად ეხმარება კერძო სექტორის განვითარებას და საწყის ეტაპზეც კი არ აძლევს შეღავათს. არადა აუცილებელია,  სახელმწიფო კერძო სექტორს და ბიზნესს ხელს მეტად უწყობდეს. წინააღმდეგობები მქონდა დამქირავებლების მხრიდანაც, რადგან ბევრს ვერ წარმოუდგენია, რომ ქალმა სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები კარგად იცოდეს. იმის გამო, რომ ქალი ვარ, რამდენიმე პოტენციურმა კონტრაქტორმა ჩემი კომპანიის დაქირავებაზე უარი თქვა. თუმცა მათ, ვისაც გენდერული ნიშნისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ, ისეთი შედეგი მიიღეს, რომ არ ელოდებოდნენ. ბევრს უთქვამს ამის შესახებ.

- რომელ თქვენს მიერ განხორციელებულ პროექტს გამოყოფდი, რომელიც მიგაჩნია, რომ საინტერესო იყო?

  - ამ დროისთვის "თიბისი ბანკთან“ ერთად ვაწარმოებ სხვადასხვა სამუშაოებს. ვაფასებ შენობა-ნაგებებობებს და კერძო სარემონტო სამუშაობზე ვმუშაობთ. ჩემი პირველი მაშტაბური პროექტი სულ ახლახანს დავასრულე.  ვმუშაობდით ივანე ჯავახიშვილის უნივერსტეტის  მეორე კორპუსის ფასადის რესტავრაციაზე. ეს ყველაზე დასამახსოვრებელი პროექტია, რომლის საშუალებითაც დავამტკიცე, რომ რაღაცეების კარგად გაკეთება ქალებსაც შეგვიძლია. ახლა, როცა უნივერსიტეტს გავუვლი, სიამაყით ვუყურებ ხოლმე, რომ ასეთ შედეგს მივაღწიეთ.

 

- რატომ უნდა აირჩიოს თქვენი კომპანია დამქირავებელმა? 

- ეს არჩევანის საკითხია, მაგრამ მე ვცდილობ, უფრო კომფორტული და მოწესრიგებული მომსახურების სისტემა შევუქმნა დამქირავებელს. მინდა ევროპული სტანდარტი დავამკვიდრო - ე.წ „აბონირების“ სისტემა, როდესაც კომპანია უზრუნველყოფს კორპუსებისა და საცხოვრებელი სახლის სრულ სერვისს. ეს იქნება დასუფთავება, საკანალიზაციო და ელექტრო თუ სხვა მომსახურება. ამ დროისთვის ვაწარმოებთ მოლაპარაკებას მერიასთან, დიდ დიღომში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქებით დაზიანებული კორპუსის აღდგენასთან დაკავშირებით. ჩვენს მომსახურებაზე 15 %-იან ფასდაკლებასაც ვთავაზობთ და ვნახოთ, იმედია კონტრაქტი მალე გაფორმდება. 

რაც შეეხება იმას, რატომ უნდა აირჩიონ ჩვენი კომპანია - მარტივად გიპასუხებთ - იმიტომ, რომ ჩვენთან ირჩევენ ხარისხს. ჩემთვის მთავარია, სამუშაოები შესრულდეს ხარისხიანი პროდუქციით და მაღალი პროფესიონალიზმით.

 - ფიქრობ, რომ ეს ის საქმეა, სადაც საკუთარი თავი იპოვნე?

- კავკასიის საერთაშორისო უნივერსტეტის იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ ჩემი პროფესიით არ მიმუშავია. მთელი ბავშვობა კი მომღერლობაზე ვოცნებობდი. მომღერლობაზე მეოცნებე  გოგო კი არქიტექტორ გოგოდ იქცა, იმის მიუხედავად, რომ ბევრი დაბრკოლება შემხვდა. პატარა ასაკის გამო, ბევრი ჩემს გასულელებას ცდილობდა. ამიტომ  გადავწყვიტე, მაგალითი გავმხდარიყავი მომავალი თაობებისთვის.  მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, შექმნას რაიმე განსხვავებული და მნიშვნელოვანი და სქესს და ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება ბევრი რამე არ ვიცი, მაგრამ რაც ზუსტად ვიცი, არის ის, რომ თუ მოინდომებ, აუცილებლად გახდები წარმატებული და დასახულ მიზნებს აუცილებლად მიაღწევ.

- უახლოესი მიზანი რა გაქვს?

 - რამდენიმე თვი სწინ დავრეგისტრირდი "თიბისი ბანკის“  სტარტაპერის პროქტზე და ძალიან მინდა, რომ ამ პროექტის ფარგლებში 2019 წლის პირველი ბიზნესმენი ქალი  გავხდე.