წითელსოფლიდან გაუჩინარებულ ახალგაზრდას მეოთხე დღეა, ეძებენ
წითელსოფლიდან გაუჩინარებულ ახალგაზრდას მეოთხე დღეა, ეძებენ

A+ A-

×

11:13 12/03/2019

დუშეთის რაიონში 9 მარტს 26 წლის გიგი გეგეჭკორი გაუჩინარდა. 

"2020NEWS“ გიგის დედას ქალბატობ ნანა გეგეჭკორს დაუკავშირდა. " პარასკევს საღამოს მეგობრებთან ერთად, სოფელ წითელსოფელში მეგობრის აგარაკზე წავიდა. დაულევიათ. შაბათს 10-11 საათისთვის გაქცეულა. გზაზე მანქანა გაუჩერებია, ჩამჯდარა და წასულა. ერთ-ერთი მეგობარი გამოკიდებია, მაგრამ ვერ დაეწია. მეგობრებმა არ იციან, რა მარკის მანქანა იყო, ან ვინ იყო. ერთადერთი ბოლოს ვინც ნახა ჩემი შვილი იმ მანქანის მძღოლია. სწორედ მას ვთხოვ, რომ დამიკავშირდეს და მითხრას სად არის ჩემი შვილი.  ყველას გთხოვთ, დამეხმარეთ შვილის პოვნაში“, - განუცხადა სააგენტოს ნანა გეგეჭკორმა.

დაკარგული ახალგაზრდის დედა სოციალურ ქსელში  საზოგადოებას შვილის პოვნაში დახმარებას სთხოვს და საკონტაქტო ნომერს აქვეყნებს,  "გთხოვთ ყველას, დამეხმარეთ შვილის პოვნაში. 592 203000 "

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

უწყების ცნობით, აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, იკითხება გიგი გეგეჭკორის მეგობრები და ის პირები, ვინც გაუჩინარებული მამაკაცი ბოლოს ნახა.