"Georgian Airways"-ს შესაძლოა, ფრენები შეუჩერონ
"Georgian Airways"-ს შესაძლოა, ფრენები შეუჩერონ

A+ A-

17:17 12/03/2019

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის დამფუძნებელის თამაზ გაიაშვილის განცხადებით, საქართველოს კავკასიის რეგიონში ყველაზე ცუდი აეროპორტი აქვს. როგორც გაიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს აეროპორტები ვერც ბაქოს აეროპორტთან  მივლენ ახლოს და ვერც ერევანთან,  რადგან ქვეყანა ძალიან ჩამორჩენილია.

 როგორც გაიაშვილი განმარტავს, Tav Georgia-ს მიერ მიწოდებული სერვისი და მის მიერ დაწესებული გადასახადები შეუსაბამოა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მდგომარეობა სავალალოა.

„ავიაკომპანიას რა პრეტენზიები შეიძლება,  ჰქონდეს TAV Georgia-ს მიმართ? პირველი პრეტენზიაა უსაფრთხოების კუთხით. მხედველობაში მაქვს საავიაციო უსაფრთხოება. როგორ მდგომარეობაშია პერონი, ასაფრენი ბილიკი და ასე შემდეგ. ასევე, გასარკვევია, რა ტექნიკით ემსახურება ის ავიაკომპანიებს. კრიტიკას ვერ უძლებს ის, თუ რა მდგოამრეობაშია  თბილისის საერთაშორისო აეროპორტი.

ვისაც უმგზავრია თბილისის აეროპორტიდან, ამას მიხვდება”, – აცხადებს  თამაზ გაიაშვილი.

შეგახსენებთ, TAV Georgia, Georgian Airways–ს ვალის გადახდას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში,  ფრენებს შეუჩერებს.

ვალის ოდენობა 9 მილიონ ლარს შეადგენს.