უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი, წელს იგივე დარჩება თუმცა, მომავალ წელს მიდგომა შეიცვლება -მიხეილ ბატიაშვილი
უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი, წელს იგივე დარჩება თუმცა, მომავალ წელს მიდგომა შეიცვლება -მიხეილ ბატიაშვილი

A+ A-

×

17:32 12/03/2019
უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანასების ახალ მოდელთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ არსებული მოდელი არაეფექტურია და სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად, ახალ მოდელზე მუშაობს.
 „გუშინ იყო ბოლო შეხვედრა, 50-ზე მეტი დამსაქმებელი იყო წარმოდგენილი. სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ საშუალება კერძო პრაქტიკის მიხედვით გაიარონ სწავლება და იქვე დასაქმდნენ. პირველ ნაწილში 500-მდე ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა გადამზადდნენ, ციფრი ყოველთვიურად გაიზრდება. ყველა ეს ინფორმაცია დამატებით გამოცხადდება. მზადდება ვებ-პორტალი, სადაც ყველანაირი ინფორმაცია განთავსდება და რეგისტრაციის გავლაც იქნება შესაძლებელი, ასევე დამსაქმებლებიც ამავე პორტალზე განათავსებენ ინფორმაციას. ამ პროექტის განსახორციელებლად ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტში უკვე რამდენიმე მილიონი დევს“, – განაცხადა ბატიაშვილმა.