მეფე კი არა, ჯადოს მომხსნელი უნდა გამოვიწეროთ ამაზონიდან - ირაკლი ოქრუაშვილი
მეფე კი არა, ჯადოს მომხსნელი უნდა გამოვიწეროთ ამაზონიდან - ირაკლი ოქრუაშვილი

A+ A-

11:32 13/03/2019

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, სოციალურ ქსელში ,2005 წელს მეფესთან შეხვედრას იხსენებს.

„მეფე კი არა ჯადოს მომხსნელი უნდა გამოვიწეროთ ამაზონიდან. 2005 წელია, გორში სუფრა მაქვს გაშლილი. იმ დროს ერთი კვერცხი მყავდა, სახელად მიშა ერქვა, ქარელი და ის შემოეხეტა ერთ უცნობთან ერთად. ჩამოსხდნენ და ხმას არ იღებენ. გაგვაცანი ეგ კაცი-მეთქი. ესო, ძალიან მაგარი კაცია, მომავალი მეფეაო, ეგრე გაგვაცნო. გორელებმა მე შემომხედეს გამეცინებოდა თუ არა და მაგდენს კი მიხვდნენ, რომ ზრდილობის გამო შევიკავე სიცილი. არ გასულა 15-20 წუთი და ეს ჩვენი მეფე გვერდით მომიჯდა. ერთი სათხოვარი მაქვსო, სრულიად უცნობ ადამიანს მეუბნება. რა - მეთქი? თბილისში ტროლეიბუსების ტენდერი მომაგებინეო. გულში ვფიქრობ, ქლიბია თუ დამცინის-მეთქი, იმიტომ, რომ ბოლო ტროლეიბუსი იქამდე 10 წლის წინ დადიოდა ქალაქში. ესე გამეცნო და დამამახსოვრა მეფემ თავი. ვეჭვობ ჯადოს მომხსნელიც ვერ გვიშველის ჩვენ, არადა ბიძინაზე ჭიტლახის ამომრტყმელი ნაღდად გვიშველიდა“, წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილი