ნიკოლ კიდმანი ძველ დიდებას იბრუნებს
ნიკოლ კიდმანი ძველ დიდებას იბრუნებს

A+ A-

×

12:14 14/03/2019

ნიკოლ კიდმანმა ძველი იმიჯი დაიბრუნა და HBO-ს ახალ სერიალში მონაწილეობას იღებს. Big Little Lies-ის სერიალში   კიდმანის დიდი წარმატების შემდეგ, HBO კიდევ ერთხელ დაინტერესდა მისი სამსახიობო ისტატობით და კიდმანის მონაწილეობით ახალ მინისერიალს იღებს.

 სერიალის სცენარისტები დევიდ კელი და ბრუნა პაპანდრე არიან და The Undoing ჰქვია, რომელიც ჯეინ კორელიცის რომანის You Should Have Known ადაპტაციაა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი შოუს სიუჟეტი წარმატებული თერაპევტის, გრეის საქსის გარშემო ვითარდება, რომელსაც ზუსტად ისეთი ცხოვრება აქვს, როგორზეც ყოველთვის ოცნებონდა - მოსიყვარულე ქმარი, საინტერესო პროფესია და შვილი. თუმცა, მას შემდეგ, რაც გრეისი წიგნს გამოსცემს, ყველაფერი იცვლება. სასტიკი მკვლელობა და ქმრის გაუჩინარება კიდმანის პერსონაჟს თავისი ცხოვრების გადაფასებისკენ უბიძგებს, მოუწევს ყველაფერთან გამკლავება და ცხოვრების თავიდან დაწყება.

სულ ცოტა ხნის წინ სერიალის გადაღებებიდან პაპარაცებმა პირველი ფოტოები გავრცელეს, რომლებშიც ჩანს, რომ კიდმანმა ძველი იმიჯი დაიბრუნა და კვლავ წითურია. სერიალში ნიკო კიდმანს პარტნიორობას ჰიუ გრანტი უწევს.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის შედგება HBO-ს ახალი სერიალის პრემიერა.