მალე, შესაძლოა, უფრო მეტი მღვდელთმსახური გვყავდეს , ვიდრე ჯარისკაცი - სესიაშვილი
მალე, შესაძლოა, უფრო მეტი მღვდელთმსახური გვყავდეს , ვიდრე ჯარისკაცი - სესიაშვილი

A+ A-

13:11 14/03/2019

ირაკლი სესიაშვილის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა სხვადასხვა რელიგიური კონფესიის პროტესტის მიზეზი გახდა. ინიციატივის მიხედვით,  მართლმადიდებელი მღვდლების გარდა, ყველა სასულიერო პირს ჯარში გაიწვევენ. 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს საზოგადოების ნაწილი დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.

ექსპერტთა ერთი ნაწილის აზრით, ცვლილებები  შესაძლოა,  ”გირჩის” მიერ რელიგიური ორგანიზაციის ჩამოყალიბების გამო,  ხორციელდებოდეს.

”გირჩის” მიერ დაარსებული რელიგიურ ორგანიზაცია ”ბიბლიურ თავისუფლებაში” გაწევრიანებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურს ათასობით ახალგაზრდამ   აარიდა თავი.

როგორც "2020NEWS-ს“ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, საზოგადოების ნაწილმა, არასწორად გაიგო კანონპროექტის შინაარსი. „მოქმედი კანონი  არაკეთილსინდისიერად იყო გამოყენებული ,  რელიგიური ორგანიზაციების მხრიდან.   თუ ვსაუბრობთ ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე,  ის ტენდეცია, რასაც ახლა ვხედავთ, ნიშნავს, რომ  უახლოეს მომავალში, ქვეყანაში უფრო მეტი მღვდელთმსახური გვყავდეს , ვიდრე ჯარისკაცი.“

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ინციატივის განხილვას პარლამენტი უახლოეს მომავლში დაიწყებს.