ტოჩინოშინმა მესამედ მოიგო
ტოჩინოშინმა მესამედ მოიგო

A+ A-

×

13:28 14/03/2019

ჰარუ ბაშოს მე-5 დღეს მესამე გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ.

ტოჩინოშინის მეტოქე პირველი მაეგაშირა კაისეი იყო. ბრაზილიელ გოლიათთან სასტარტო შეჯახების შემდეგ, ლევანმა ხელსაყრელი პოზიცია მიიღო, ორივე ხელით აიღო მოწინააღმდეგის მავაში და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა – კაისეი მძლავრი მიწოლით გადადგა დოჰიოდან.

ოძეკი ტოჩინოშინს ჰარუ ბაშოზე 3 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს.

ხვალ ლევან გორგაძის მეტოქე კომოსუბი მიტაკეუმი იქნება.