თემურ ქეცბაია „ანოროსისში“ ბრუნდება
თემურ ქეცბაია  „ანოროსისში“ ბრუნდება

A+ A-

×

16:43 14/03/2019

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია, 10 წლის შემდეგ “ანორთოსისში” ბრუნდება.

 ინფორმაციას კვიპროსული მედია გამოცემა kerkida.net ავრცელებს.

თემურ ქეცბაიამ “ანართოსისი” პირველად 2004 წლის ივლისში ჩაიბარა და 2009 წლამდე, გამართულ 143 ოფიციალურ შეხვედრაში გუნდს 83 გამარჯვება მოაპოვებინა.

“ანორთოსისი” ქეცბაიას მეთაურობით პირველი კვიპროსული კლუბი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა.