ნატო გელაშვილმა ბორჯომის საპატიო მოქალაქეობაზე უარი თქვა
ნატო გელაშვილმა ბორჯომის საპატიო მოქალაქეობაზე უარი თქვა

A+ A-

17:58 14/03/2019

კომპოზიტორი ნატო გელაშვილი ბორჯომის საპატიო მოქალაქეობაზე უარს აცხადებს.

გადაწყვეტილების მიზეზები გელაშვილმა სოციალურ ქსელში განმარტა. „მივიღე გადაწყვეტილება , უარი ვთქვა ბორჯომის საპატიო მოქალაქეობაზე. ტიტულების მოტრფიალე არასოდეს ვყოფილვარ. ქ. ბორჯომს და ჩემს ხეობის საპატიო მოქალაქეობა და შვილობა ისე გავუწიე, როგორც ჩემს წესა და ზნეს ეკადრებოდა. მთელი 20 წელის მანძილზე ,1998 წლიდან , ვცდილობდი,  ვყოფილიყავი სასარგებლო ჩემი ქალაქისა და ხეობისათვის,  ეს ცხოვრებისეულ მოვალეობად ვატარე ამდენი წელი ..  ჩემი ღირსების დამამცირებლად მიმაჩნია ანგარიშის გაწევა იმ ადამიანებისათვის, რომელთაც ჭუჭყიანი ხელების ფათური სხვის საქმეში ხელობად გადაუქცევიათ და მათი ყოველდღიურ ცხოვრების წესად ქცეულა .

ყოველივე გაივლის, ყოველივე გაქრება: ძალა-უფლება, გენიოსობა… ყველაფერი მიწად იქცევა, მხოლოდ კეთილი საქმე სუდგმულობს დიდხანს და რჩება. "ზოგჯერ სადაც ჭკუა სცდება და ტყუის , იქ გრძნობაა მართალი. ახლა ჩემს ღირსებაზე დაბლა დგას ,  მერქვას იმ ბორჯომისა და იმ ხეობას საპატიო მოქალაქე, რომელსაც  ვაჟკაცები აღარ არტყია გარს“,-  წერს სოციალურ ქსელში ნატო გელაშვილი.

შეგახსენებთ, ნატო გელაშვილი ბორჯომის საპატიო მოქალაქე 1998 წლიდან იყო.