Daily Mail მეჩეთებზე თავდამსხმელის იარაღის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელები აწერია
Daily Mail მეჩეთებზე თავდამსხმელის იარაღის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელები აწერია

A+ A-

11:20 15/03/2019

ახალ ზელანდიაში მეჩეთზე თავდამსხმელის შაშხანის ერთ-ერთ მჭიდზე დავით აღმაშენებლისა და დავით სოსლანის სახელები ქართულად წერია.

მედიაში გავრცელებული ფოტოები თავდამსხმელის, ბრენტონ ტარანტის სოციალური ქსელ, „ტვიტერის“ პირადი გვერდებიდან არის აღებული, რომელიც მოგვიანებით წაიშალა.

მედიაში გავრცელებულ ფოტოსურათებზე, მჭიდების გარდა წარწერები სხვადასხვა ენაზე ორ შაშხანაზეც არის განთავსებული.

კრაისტჩერჩში ორ მეჩეთზე თავდასხმა გუშინ მოხდა. ბოლო მონაცემებით,  დაღუპულია  40 ადამიანი. ათეულობით ადამიანი დაიჭრა.