„კლანი უნდა წავიდეს“ - არასამთავრობოები პარლამენტში
„კლანი უნდა წავიდეს“ - არასამთავრობოები პარლამენტში

A+ A-

×

11:49 15/03/2019

„კლანი უნდა წავიდეს“ - ასეთი წარწერის მქონე მაისურებით არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე მივიდნენ, სადაც დეპუტატებმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა განწესების წესთან დაკავშირებით, სამ ინიციატივაზე უნდა იმსჯელონ.

როგორც  „საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე  აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა შემადგენლობის შეცვლა, რომლებიც ე.წ. კლანს წარმოადგენენ, რათა სასამართლო მართლაც გახდეს დამოუკიდებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სალაძე აღნიშნავს, რომ არანაირი კანონპროექტის მიღებას აზრი არ აქვს.

 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა განწესების წესს განიხილავენ. აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივა აქვს „ქართულ ოცნებას“, „ევროპულ საქართველოს“ და  ეკა ბესელიას.