„ფეისბუქის" ორი მენეჯერი გადადგა
„ფეისბუქის" ორი მენეჯერი გადადგა

A+ A-

×

11:54 15/03/2019

„ფეისბუქის“ მუშაობაში შეფერხებიდან ორი დღეში, სოციალური ქსელის ორი მენეჯერი თანამდებობიდან გადადგა. ერთ-ერთი მათგანი კრის კოკსია.  ის „ფეისბუქში“ პროდუქტების მთავარ ოფიცრად მუშაობდა.

თანამდებობა ასევე დატოვა „ვოთსაფის“ (WhatsApp) ხელმძღვანელმა, კრის დანიელსმა. კოქსი „ფეისბუქში” 13 წელი მუშაობდა, ხოლო დანიელსი ერთი წლის წინ დაინიშნა „ვოთსაფის“ ხელმძღვანელად.

ფეისბუქისა“ და მისი რამდენიმე პროდუქტის მუშაობაში ხარვეზები ორი დღის წინ მთელ მსოფლიოში  დაფიქსირდა .  სოციალური ქსელის მესვეურები აცხადებენ, რომ ხარვეზი „სერვერების კონფიგურაციის შეცვლამ“ გამოიწვია.