გომბორზე ავარიისას ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა
გომბორზე ავარიისას ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

A+ A-

×

13:27 15/03/2019

გომბორი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა შუამთის ტყესთან მოხდა. საპირისპიროდ მოძრავ სატვირთოს „ჯიპის“ მარკის მანქანა შეეჯახა, შედეგად გარდაიცვალა მსუბუქი მანქანის მძღოლი.

როგორც “2020NEWS- ს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.