თბილისის საკრებულოს ოპოზიცია ხმაურიანი სხდომისთვის ემზადება
თბილისის საკრებულოს ოპოზიცია ხმაურიანი სხდომისთვის ემზადება

A+ A-

13:30 15/03/2019

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უნდა დაამტკიცონ დოკუმენტი, რომელიც დედაქალაქის განვითარების მომავალს განსაზღვრავს.

ოპოზიცია ირწმუნება, რომ დოკუმენტი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზეა მორგებული.

 როგორც საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილმა „2020NEWS-თან“  განაცხადა, - ეს არის კალაძე-ივანიშვილის ბიზნეს პროექტი და არა  დედაქალაქის გენგეგმა. გუშინ ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით,  ინფორმაცია გავასაჯაროვე, რომ 14 ათასზე მეტ კვადრატულ მეტრ ფართობს, რომელიც ჯერ ბოტანიკურის ბაღის საკუთრებაა და ბიძინა ივანიშვილის სასახლეს ემიჯნება, სტატუსი ეცვლება, რაც ამ ტერიტორიაზე მშენებლობის საშუალებას იძლევა.ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გამოვიდნენ და თქვეს, რომ ტექნიკური შეცდომა არისო. ტექნიკური ხარვეზი კი არ იყო, ჩვენ ბოტანიკური ბაღი გადავარჩინეთ.ივანიშვილის შემომწირველებს საცხოვრებელი ფართი ეზრდებათ, მოსახლეობა კი ეკოლოგიურ კატასტროფაში იხრჩობა. ასე, რომ „თბილისის სიკეთეს“ მხარს არ დავუჭერ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

 შეგახსენებთ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეიდან თბილისს ახალი გენგეგმა, ქალაქის განვითარების სახელმძღვანელო ექნება.
ცნობისთვის, თბილისის საკრებულომ, მერიის მიერ წარდგენილი გენერალური გეგმა, დღეს 16:00 საათზე უნდა დაამტკიცოს.