თებერვალში საქართველოში 125.5 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა - სებ-ი
თებერვალში საქართველოში 125.5 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა  -  სებ-ი

A+ A-

×

14:14 15/03/2019

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.5 მლნ აშშ დოლარი (332.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 10.2 პროცენტით (11.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

„უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.0 პროცენტი იმ 15 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 15 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების  92.2 პროცენტი მოდიოდა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.