გახდება თუ არა გოგა ხაინდრავა დავით მაღრაძის გუნდის წევრი?
გახდება თუ არა გოგა ხაინდრავა დავით მაღრაძის გუნდის წევრი?

A+ A-

14:31 15/03/2019

  არასდროს  არც ერთი პარტიის წევრი  ვყოფილვარ და არც მომავალში ვაპირებ, რომელიმე გუნდს შევუერთდე, - განაცხადა  რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ კითხვაზე, შეუერთდება თუ არა  საზოგადოებრივ მოძრაობას „დაიცავი საქართველო.“

   „2020NEWS-ის“ კითხვაზე, შეიძლება თუ არა,  მაღრაძის და ხაინდრავას გზები გაერთიანდეს, რეჟისორი კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ მაღრაძის სატელევიზიო ინტერვიუ არ უნახავს .

ცნობისათვის, პოეტმა,  დავით მაღრაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის „დაიცავი საქართველო“ გუნდის წევრები  დაასახელა და , სამომავლოდ, მათ რიცხვში  გოგა ხაინდრავაც არ გამორიცხა.

„დაიცავი საქართველოს“ პირველი შეკრება, სავარაუდოდ,  აპრილში გაიმართება.