აპრილიდან ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩება - თამარ ივერი
აპრილიდან ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩება - თამარ ივერი

A+ A-

15:21 15/03/2019

ოპერის მომღერალი თამარ ივერი მთავრობას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. ამჯერად,  მომღერლის კრიტიკა პოლიეთილენის პარკების აკრძალვას ეხება. როგორც თამარ ივერი სოციალურ ქსელში წერს, ამის გამო, ათასობით ადამიანი უმუშევარი რჩება.

„1 აპრილიდან სრულიად აიკრძალება პოლიეთილენის პარკების წარმოება და უცხოეთიდან შემოიტანენ ქაღალდის პარკებს. თავად ფაქტი მშვენიერია, მაგრამ ათასობით ადამიანი რჩება უსამსახუროდ ქუჩაში. ხოლო ქაღალდის პარკებს უცხოეთიდან შემოიტანენ. ტაშიი! და ვითომ ქართველები ვერ შეძლებდნენ ამ ქაღალდის პარკების დამზადებას? და უფრო მართებული ხომ არ იქნებოდა, ჯერ ამ ადამიანებისათვის და საწარმოებისათვის გესწავლებინათ ქაღალდის პარკის წარმოება, იჯარით მიგეყიდათ მათთვის ქაღალდის პარკის დასამზადებელი დაზგები და მერე შემოგეღოთ ეს კანონი? მოკლედ, თუ ასე ერთ ღამეში უმუშევარი დაგტოვეს შენს სამშობლოში და უცხოეთში დააპირე სამუშაოდ წასვლა, იქაც მოწვდებიან და დაგიპატიმრებენ დამსაქმებელს.

 ისე, მავანმა ითხოვა, ერთი წელი მადროვეთო... მაგრამ უკვე აღარ გვეშინია... ამდენი კარგი ამბებით, ხალხი ერთ წლამდეც გამართავს "სამადლობელო" დემონსტრაციებს!!“ - წერს თამარ ივერი.