რუსი სამხედროები საოკუპაციო ხაზთან დამონტაჟებულ კოშკურასთან იმყოფებიან, ინფორმაციას ადგილობრივები ავრცელებენ
რუსი სამხედროები საოკუპაციო ხაზთან დამონტაჟებულ კოშკურასთან იმყოფებიან, ინფორმაციას ადგილობრივები ავრცელებენ

A+ A-

15:34 15/03/2019

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში ამბობენ, რომ რუსი სამხედროები ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან დამონტაჟებულ კოშკურასთან იმყოფებიან.

 

სათვალთვალო კოშკურის დამონტაჟების მიზნით, სამუშაოები ხურვალეთთან 6 თებერვალს დაიწყო. 

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია , რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ეტაპზე არ ადასტურებს.