სოფელ ხურვალეთთან ინციდენტები არ ფიქსირდება
სოფელ ხურვალეთთან ინციდენტები არ ფიქსირდება

A+ A-

16:13 15/03/2019

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის მონიტორები ამჟამად იმყოფებიან დიდ ხურვალეთთან და აგრძელებენ მონიტორინგს.

„ახალი ბორდერიზაციის აქტივობების ნიშნები არ ჩანს. უსაფრთხოების აქტორები ადგილზე არიან, თუმცა ინციდენტები არ ფიქსირდება. ყველა მექანიზმი, მათ შორის ცხელი ხაზი, ამოქმედებულია, რათა კომუნიკაცია უზრუნველყოფილი იყოს“, – წერს „ტვითერზე“ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია , რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.