ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალისტები დაწყვილდნენ
ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალისტები დაწყვილდნენ

A+ A-

16:52 15/03/2019

შვეიცარიის ნიონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წილისყრა გაიმართა. ამ ეტაპზე გუნდები განთესილები არ ყოფილან და შესაძლებები იყო წყვილი ერთი ქვეყნის გუნდებს დაეკომპლექტებინათ.
წილისყრის შედეგები ასეთია:

აიაქსი – იუვენტუსი
ლივერპული – პორტუ
ტოტენჰემი – მანჩესტერ სიტი
ბარსელონა – მანჩესტერ იუნ

მეოთხედფინალის პირველი მატჩები 9-10 აპრილს გამართება, განმეორებითი – 16-17 აპრილს.
ასევე გაიმართა ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა:

ტოტენჰემი/მანჩესტერ სიტი – აიაქსი/იუვენტუსი
ბარსელონა/მანჩესტერ იუნ – ლივერპული/პორტუ

ნახევარფინალის პირველი მატჩები 30 აპრილსა და 1 მაისს გამართება, განმეორებითი – 7-8 მაისს. ფინალი 1 ივნისს მადრიდში, “ვანდა მეტროპოლიტანოზე” შედგება.