ლარი მცირედით გამყარდა
ლარი მცირედით გამყარდა

A+ A-

17:18 15/03/2019

ლარი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანხმად, დღეს ბანკთა შორის გამართული ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარი გუფასურდა და მისმა ღირებულებამ 2.6861 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6864 ლარი იყო. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.03-ით გამყარდა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0407 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0372 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.35 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4910 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.5636 ლარი ეღირება.