თიბისი ლიზინგი მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
თიბისი ლიზინგი მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს

A+ A-

17:20 15/03/2019

თიბისი ლიზინგი მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს. Trade-In-ის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია ავტოცენტრებში ჩააბაროს ძველი და გაიყვანოს ახალი ავტომობილი.

ჩაბარებული ავტომობილი უნდა იყოს მინიმუმ 2006  წელს გამოშვებული მოდელი. მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ახალი ავტომობილისათვის დაფინანსება და ისარგებლოს სტანდარტულ ავტოსესხზე 30-40%-ით ნაკლები ყოველთვიური შენატანის პირობებით.

Trade-in-ით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. პროცედურების გავლა და პროდუქტით სარგებლობის დაწყება შესაძლებელია ერთ დღეში.

პროდუქტის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს;

1. ავტომობილის დაბრუნებას და ახლით ჩანაცვლებას

2.ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას ავტომობილის გამოსყიდვის საშუალებას

3.ხელშეკრულების და ავტომობილით სარგებლობის  ვადის გაგრძელების შესაძლებლობას

Trade-In-ის შესაძენათ საჭიროა სასურველი ავტომობილის შერჩევა და მარტივი ონლაინ განაცხადის შევსება თიბისი ლიზინგის ვებ-გვერდზე www.tbcleasing.ge. ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ქოლ-ცენტრიდან: 2 122 11