„სუსი დიდი მონდომებით შეეცდება , პროვოკაციის მოწყობა შეტენოს დათო ქაცარავას და ქალბატონ ლუდას“
„სუსი დიდი მონდომებით შეეცდება , პროვოკაციის მოწყობა შეტენოს დათო ქაცარავას და ქალბატონ ლუდას“

A+ A-

17:28 15/03/2019

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ვარაუდობს, რომ სოფელ ხურვალეთში მიმდინარე მოვლენები სამოქალაქო აქტივისტ დათო ქაცარავას დაბრალდება. „როგორც ვატყობ სუსი დიდი მონდომებით შეეცდება პროვოკაცისს მოწყობა შეტენოს დათოს და ქალბატონ ლუდას. ეგ რამდენიმე საათიანი “ტრიუკი” არც გაბედოთ. მაინც გაირკვევა რა ხდება სინამდვილეში ახლა ხურვალეთში. და გორის მერი, რომელიც ამბობს, მანდ საზღვარი არაა და რუსებს გონიათ საკუთარ ტერიტორიაზე არიანო დააბით ხურვალეთის ტყეში. რუსებთან ახლოს“, - წერს სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, დღეს დავით ქაცარავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შევიდნენ.

 სუს-მა ინფორმაცია  არ დაადასტურა და ყველას მოუწოდა, საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებთან  დაკავშირებით, პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეიკავოს.