რუსმა ჯარისკაცებმა დღეს დაკავებული ტერიტორია დატოვეს - ციხელაშვილი
რუსმა ჯარისკაცებმა დღეს დაკავებული ტერიტორია დატოვეს - ციხელაშვილი

A+ A-

18:08 15/03/2019

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 

სახელმწიფო მინისტრი , შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში , ყველას მოუწოდებს, ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებას მაქსიმალურად სიფრთხილით მოეკიდონ.

„მინდა მოგაწოდოთ ბოლო ინფორმაცია ხურვალეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპისთვის, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები. ასევე, ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელეს განცხადებები, რომ არ დაფიქსირებულა ინციდენტი მათი გადმოსვლის, წვდომის ან რაიმე ტიპის დამატებითი ბარიკადების მშენებლობის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

მე მინდა ვთხოვო ყველას, მათ შორის მედიას, ვიყოთ მაქსიმალური სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით აღჭურვილი, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ამ მოცემულობაში, როდესაც ტერიტორიები არის ოკუპირებული. საუბედუროდ, დგანან რუსი ჯარისკაცები და თქვენ იცით, რომ ამ პირობებში ჩვენი ამოცანა არის თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი პროვოკაცია“, - განაცხადა  ქეთევან ციხელაშვილმა.