კადრებში იუნკერების წვრთნებიდან დაბრუნების პროცესია ასახული - თავდაცვის სამინისტრო (ვიდეო)
კადრებში იუნკერების  წვრთნებიდან  დაბრუნების პროცესია ასახული - თავდაცვის სამინისტრო (ვიდეო)

A+ A-

18:48 15/03/2019

როგორც “2020news-ს” თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, სადაც სამხედრო კოლონების გადაადგილებაა ასახული , უკავშირდება გორის სამხედრო აკადემიის იუნკერთა წვრთნებს .

„სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-კადრებში ასახულია სამხედრო წვრთნებიდან იუნკერების დაბრუნების პროცესი. გორის სამხედრო აკადემიის იუნკერები ნადარბაზევში გადიოდნენ სწავლებას. წვრთნები ორშაბათს 11 მარტს დაიწყო და დღეს დასრულდა,“ - განაცხადეს სამინისტროში.