პარიზში "ყვითელი ჟილეტებისა“ და პოლიციას შორის დაპირისპირება გრძელდება
პარიზში "ყვითელი ჟილეტებისა“ და პოლიციას შორის დაპირისპირება გრძელდება

A+ A-

16:42 16/03/2019

პარიზის ცენტრში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ მსვლელობა რამდენიმე საათის წინ მშვიდობიანად დაიწყო. ისინი პრეზიდენტის სასახლესთან აპირებდნენ შეკრებას, თუმცა, პოლიციამ აქტივისტები არ გაატარა. მომიტინგეებმა პოლიციის ავტომობილის გადაბრუნება სცადეს და ძალოვანებს ქვები დაუშინეს.

ცნობისთვის, დღევანდელი აქცია „ყვითელი ჟილეტების“ პროტესტის რიგით მე-18 რაუნდია. საპროტესტო მოძრაობა ემანუელ მაკრონის ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ ნოემბერში დაიწყო.

აქციები ყოველ შაბათს შეტაკებებით და დაკავებებით სრულდება.