დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმება მესამედ ჩააგდო
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმება  მესამედ ჩააგდო

A+ A-

12:06 30/03/2019

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ მესამედ ჩააგდო ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმება.  

შეთანხმებას მხარი დაუჭირა 286-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი კი 344 დეპუტატი იყო.

წინა ორი კენჭისყრისგან განსხვავებით, დეპუტატები დღეს ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ მხოლოდ "ბრექსითის“ შეთანხმება, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მოქალაქეების უფლებები და სადავო ირლანდიური "ბექსტოპი“.

დღევანდელ კენჭისყრაზე გამოტანილი არ ყოფილა დეკლარაცია, რომელიც ეხება დიდი ბრიტანეთის ევროკავშირთან ურთიერთობას.

დღევანდელ კენჭისყრას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა დიდი ბრიტანეთის გეგმისთვის, რომელიც "ბრექსითის“ 22 მაისამდე გადავადებას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერებმა მანამდე თანხმობა განაცხადეს "ბრექსითის“ პროცესის გახანგრძლივებაზე იმ პირობით, რომ თემთა პალატა გასვლის შესახებ შეთანხმებას მიიღებდა.