რა გახდა იტალიაში იზა ქავთარაძის გარდაცვალების მიზეზი
რა გახდა იტალიაში იზა ქავთარაძის გარდაცვალების მიზეზი

A+ A-

×

17:29 01/04/2019

იტალიაში 27 წლის იზა ქავთარაძის გარდაცვალების მიზეზი ძილის დროს სუნთქვის გაჩერება გახდა- ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია "ემიგრანტების იმედის" დამფუძნებელი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც სიხარულიძე წერს ახალგაზრდა ქალს ბავშობიდან ჰქონდა მოციმციმე არითმია, სისხლი ჩაუდგა წინაგულებში და თრომბი განუვითარდა რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.

"გარდაცვალების მიზეზი ძილის დროს სუნთქვის გაჩერება გახდა.ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევა რბილი სასის დაშვებით გამოწვეული სასუნთქი გზების მექანიკური დახშობა, მას ბავშობიდან ჰქონდა მოციმციმე არითმია, სისხლი ჩაუდგა წინაგულებში და თრომბი განუვითარდა, თრომბი მოწყდა და საძილე არტერიებით თავის ტვინში მოხვდა... ძილის დროს სუნთქვა გაუჩერდა... ის სახლში მარტო იმყოფებოდა შესაბამისად სამედიცინო დახმარება ვერავინ გაუწია. „ -- წერს შოთო სიხარულიძე.

ცნობისთვის, იტალიაში, მილანში საქართველოს ეროვნული უნივერსტეტის თეატრალური დასის პირველი თაობის მსახიობი და (მომღერალი) მეცო-სოპრანო იზა ქავთარაძე შაბათს ღამით გარდაიცვალა.