"დედოვშინა", ჯიპები, ოჯახური ბიზნესი... - იზორიას "სამთავრობო საათი"
"დედოვშინა", ჯიპები, ოჯახური ბიზნესი... - იზორიას "სამთავრობო საათი"

A+ A-

×

18:54 04/04/2019

 

საქართველოს პარლამენტმა „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას მოუსმინა. მინისტრმა დეპუტატებს თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
თავდაცვის მინისტრი აქცენტი გააკეთა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე, თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებისთვის გადადგმულ ნაბიჯებსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე.
იზორიასთან შესახვედრად პატლამენტში მფრინავი ეკატერინე ქვლივიძე მივიდა, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო კონტრაქტის დარღვევას ედავება, თუმცა პლენარულ სესიაზე არ შეუშვეს. „რამდენადაც ინფორმირებული ვარ, ეს გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ მიიღო და ჩათვალა, რომ მაღალი რისკ-ფაქტორის მქონე ვიყავი. ვიცოდი, მინისტრს ჩემზე დაუსვამდნენ კითხვებს და ჩემი განზრახვა იყო, რომ ლევან იზორიას პასუხები მომესმინა“, - განაცხადა ეკატერინე ქვლივიძემ.
მფრინავის განცხადებით, მისი სწავლის კურის საკმაოდ ძვირადღირებულია და ამბობს, რომ სამინისტროს მხრიდან არანაირი დაფინანსება არ ჰქონია. „ჩემი სწავლის დაფინანსება 100%-ით აშშ-ს მხრიდან იყო დაფინანსებული. ისიც აღსანიშნავია, რომ განათლების დიდი ნაწილი ჩემივე დაფინანსებით მაქვს მიღებული, რაც ასევე საკმაოდ ძვირადღირებული იყო. იმ პერიოდში, როდესაც მე პრაქტიკული ფრენების საშუალება არ მქონდა, დაფრინავდნენ ანალოგიურ სასწავლო ფრენებზე მამაკაცები, რომლებთან ერთადაც მე თეორიული მომზადება გავიარე, წარმატებით მქონდა გამოცდები ჩაბარებული, საუკეთესო მაჩვენებლით, სამედიცინო კომისია მქონდა გავლილი. მე თავდაცვის სამინისტროდან წამოსვლა არ მინდოდა, რადგან ეს იყო ჩემი ოცნების საქმიანობა იყო“, - განაცხცადა მფრინავმა ქალბატონმა.
მისივე თქმით, ის სასამართლო პროცესისთვის ემზადება და ამბობს, რომ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად იბრძოლებს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, როცა თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას ოპოზიციონერი პარლამენტარები დაუპირსპირდნენ.
ხმაური სხდომათა დარბაზში „ევროპული საქართველოს“ წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თავდაცვის მინისტრს, საუბრის მანერები დაუწუნა და მისი ოჯახის წევრი, კორუფციულ საქმიანობაში დაადანაშაულა.
„ხელებს კი ნუ იშვერთ! შვიდი წელია ხელისუფლებაში ხართ და თუ ვინმეს დაჰყავდა თავისი ოჯახის წევრი საწვავით, რომლითაც არ უნდა ევლო, გამოიძიეთ, გამოიტანეთ და დასაჯეთ ეს ადამიანები. მეც შემიძლია გამოვიშვირო ხელი და ვთქვა, რომ თქვენი ოჯახის წევრი ჩარეული იყო თამბაქოს კონტრაბანდაში, კარგია ასე ლაპარაკი?“, - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
ირმა ნადირაშვილის აღნიშნულ განცხადებას, ადგილიდან რეპლიკა მოჰყვა მინისტრ იზორიას მხრიდან, რომელიც დეპუტატსა და მინისტრს შორის კამათში გადაიზარდა.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ ლევან იზორიას ოპოზიციაში ყოფნის დროს მის მიერ გაკეთებული განცხადებები გაახსენა და მის ამჟამინდელ ქონებრივ დეკლარაციას გაუსვა ხაზი.
როგორ ახერხებთ, რომ თქვენი მინისტრობის პერიოდში ამდენი სამარცხვინო ფაქტი მოხდა და პასუხისმგებლობა არაფერზე არ აიღეთ?, - აღნიშნული კითხვით თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა მიმართა.
ლევან იზორია აცხადებს, რომ ოპოზიციის ბრალდებები, თავდაცვის სამინისტროში კორუფციასთან დაკავშირებით, ტყუილი და აბსურდია.
მობრძანდით და ადგილზე ნახეთ, აქვს თუ არა ჯარს ხორცი, აცვია თუ არა ჯარისკაცებს, არის თუ არა ჯარი ნატო-ს სტანდარტებით აღჭურვილი და მიმდინარეობს თუ არა ეს პროცესი, დაესწარით წრთვნებს და მოისმინეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შეფასებები, - აღნიშნული განცხადებით თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა.
იზორიამ მათ კრიტიკას უპასუხისმგებლო უწოდა და აღნიშნა, რომ ის მოკლებულია ფაქტებს.
“იქნებ რაღაც მართლაც არის - მეც დამანახეთ! მე კრიტიკის დამფასებელი ვარ, მაგრამ უნდა იყოს დასაბუთებული არგუმენტები. ჩვენი გულისწუხილია, რომ ზოგჯერ დაუმსახურებელ კრიტიკას ვისმენთ. მაგალითად ე.წ. დედოვშინაზე. გადავხედე სტატისტიკას, მათ შორის ამ განცხადებების ავტორთა პერიოდში. ვერ დამისახელებთ პერიოდს, რა დროსაც გარკვეულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონდა - მათ შორის გამოძალვის ფაქტს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა პარლამენტის სხდომაზე და აღნიშნა ისიც, რომ “არავის აქვს ამბიცია იმისა, რომ დარღვევებს მომავალში არ ექნება ადგილი“.

„მინისტრის საათის“ თავდაცვის მინისტრამ ნატოში ინტეგრაციაზე ისაუბრა. ლევან იზორიას განცხადებით, ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატებია. თავდაცვის მინისტრმა იმ უპრეცედენტო დინამიკაზე ისაუბრა, რომელიც თავდაცვის სფეროში აშშ-თან არსებობს.
თავდაცვის მინისტრმა კომენტარი ოპოზიციის შეკითხვას , დაბომბა თუ არა საქართველომ მძინარე ცხინვალი, მოკლედ უპასუხა, "კითხვაზე, მოხდა თუ არა მძინარე ცხინვალის დაბომბვა, ჩემი პასუხია - არა!“