ვინ ლობირებს კვების კომპანიას ტენდერებში და რისთვის დაიხარჯება თბილისის ბაღებისთვის გამოყოფილი 156 მილიონი
ვინ ლობირებს კვების კომპანიას ტენდერებში და რისთვის დაიხარჯება თბილისის ბაღებისთვის გამოყოფილი 156 მილიონი

A+ A-

21:36 04/04/2019

საბავშო ბაღებში კვების პრობლემა საჯარო განხილვის თემა იქცა. თბილისის სკოლამდელ დაწესებულებებს საკვები პროდუქტით რამდენიმე წელია, კომპანია „ნილი“ ამარაგებს. წელსაც , მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, „ნილმა“ მოიგო. აღსანიშნავია, რომ ტენდერში მხოლოდ  ეს  ერთი კომპანია მონაწილეობდა.

ჩვენს ხელთ არსებული  ინფორმაციით, „ნილს“ ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ძმა ლობირებს, თუმცა „2020NEWS-თან“ ინტერვიუში ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ  ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მისთვის საერთოდაც უცნობია , ტენდერში რამდენმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

რატომ შეარჩია არჩევანი დაჯარიმებულ კომპანიაზე ბაღების სააგენტომ, როგორ აკონტროლებენ საბავშო ბაღების კვებას, გაიზრდება ,თუ არა აღმზრდელების ანაზღაურება და კიდევ რა პრობლემებია, ამ კითხვებზე კახა გვანცელაძე გვპასუხობს.

_ ახლახანს საბავშო ბაღებში კვებასთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნა, რძის ნაწარმში აღმოჩნდა მცენარეული ცხიმი. დაჯარიმდება თუ არა საკვების მიმოდებელი კომაპანიანილი“?

_ პირველ რიგში, გეტყვით, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მორიტორინგი  ჩატარდა. კერძოდ, რამდენიმე ბაღში  დარღვევები გამოვლინდა,  ყველში რძის ფხვნილი აღმოჩნდა, ხაჭოში და არაჟანში მცენარეული ცხიმი.

აქედან გამომდინარე, ჩვენ კონტრაქტორ კომპანია „ნილს“ მოვთხოვეთ, რომ ყველა ეს პროდუქტი ჩაენაცვლებინა. ყველის ჩანაცვლება ცოტა ადრე მოვთხოვეთ, ამიტომ  „ნილს“ ორშაბათიდან ჯარიმები დაეკისრება. რაც შეეხება ხაჭოსა და არაჟანს, პარასკევამდე აქვთ ვადა, რომ ჩაანაცვლონ ანუ, სხვა მომწოდებლის ყველი, არაჟანი და ხაჭო უნდა შეიტანონ.

_ იქნებ დაგვიკონკრეტოთ  ჯარიმის რაოდენობა?

_ ფულადი ჯარიმა იქნება, თუმცა ვერ გეტყვით რა ოდენობის. თითოეული ბაღი აჯარიმებს თავის მოცულობების მიხედვით.

_ პროდუქტებ, რომლიც  „ნილს“ ბაღებში  შეაქვს  მარტო სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს, თუ თქვენი სააგენტოც?

_ რამდენიმე უწყება აკონტროლებს. პირველ რიგში,  ჩვენი სააგენტოს მორიტორინგის განყოფილება,  მერიის შიდა აუდიტი, საკრებულოს სარევიზიო კომისია და ასევე სურსათის უვნებლობის სააგენტო.

_ პროდუქტები რამდენ ხანში ერთხელ მოწმდება?

_ პერიოდულად მოწმდება. თვეში რამდენჯერმე, კონკრეტული პროდუქტები ლაბორატორიაში მიგვაქვს. რაც შეეხება ეტიკეტირებას და პროდუქტს, ბაღების ადმინისტრაციის მიერ და ასევე ჩვენი მორიტორინგის სამსახურის მიერ ,ყოველდღე მოწმდება.

_ ეტიკეტირება ახსენეთ და  გასულ წელს  სწორედნილთანდაკავშირებით იყო პრობლემა, როდესაც ღვინის იკეტირებულ შეფუთვაში რძე აღმოჩნდა. ახლა რძის პროდუქტებთან დაკავშირებით მოხდა პრობლემა, თუმცა, ეს კომპანია ბაზარზე მაინც არის. ჩვენთვის ცნობილია, რომნილსლობირებს ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ძმა...

_ არავითარ ინფორმაციას არ ვფლობ და ვფიქრობ,  ეს გამორიცხულია.

_ მაშინ რატომ მოხდა ისე, რომ ტენდერში მარტონილმამიიღო მონაწილეობა?

_ არ ვიცი, მარტო „ნილმა“ მიიღო მონაწილეობა, თუ არა. სისტემა ისე არის აწყობილი, რომ ჩვენ ვერ ვხედავდით რამდენმა კომპანიამ მიიღო ტენდერში მონაწილეობა. გამარჯვებული ის გახდა,ვინც საუკეთესო ფასი შემოგვთავაზა.

ნილთადაკავშირებით ,  რატომ არ გაითვალისწინეთ გასული წლების  ხარვეზები ,რომელიც ამ კომპანიას ჰქონდა და როგორი  იყო სატენდერო მოთხოვნები?

_ სამართლებრივად,  ჩვენ არანაირი კრიტერიუმი არ გქვონდა, რომ დისკვალიფიკაცია მიგვეცა.

_ საერთოდ, ბაღებში რჩება დიდი რაოდენობის საკვები, რომელიც შემდეგ იყრება. არ გიფიქრიათ, რომ დარჩენილი საკვები კი არ გადაყაროთ, არამედ სოციალურ სახლებს ან ბავშვთა სახლებს მისცეთ?

_ ნარჩენების გატანა „ნილის“ ვალდებულებაა. მათი პრეროგატივაა,  როგორ გამოიყენებენ დარჩენილ საკვებს.

_ ბავშვების რაციონი რა კრიტერიუმით ირჩევა?

_ არსებობს მთავრობის დადგენილება №487, რომლის მიხედვითაც კალორაჟი და რაციონია განსაზღვრული. ასევე, ბაღების სააგენტოს განვითარების განყოფილებამ იმუშავა და შეიმუშავა მენიუ, რომელშიც ჩართულები იყვნენ ბაგა ბაღების ადმინისტრაციაც.  ამ მენიუს მიხედვით მიეწოდება ბავშვებს საკვები პროდუქტი.

_ ბაღებშ ასევე ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს ჯგუფებში ბავშვთა რაოდენობა. არის ბაღები სადაც ჯგუფებში 60 აღსაზრდელია. ამ პრობლემის გვარებას როდის აპირებთ?

_ ეს ჩვენი მთავარი გამოწვევაა და ყველაფერს ვაკეთებს იმისთვის, რომ ჯგუფები განიტვირთოს.  კერძოდ,  ახალ ბაღებს ვაშენებთ,  ასევე მიმდინარეობს ბაღების რეკონსტრუქციები.  ეს არის მთავარი გასაღები ამ პრობლემის მოგვარების.

_ ამ მხრივ, ყველაზე მეტად რომელ რაიონში დგას პრობლემა?

_ ძირითადად, ასეთი პრობლემები არის ჩუღურეთში, საბურთალოზე, ვაკეში და ნაძალადევში.

პრობლემის მოსაგვარებლად, წელს დავიწყეთ 10 ახალი ბაღისა და ორ დამატებითი შენობის მშენებლობა. ზაფხულში ავარიული ბაღების დემონტაჟს დავიწყებთ და მათ ადგილას ახალი  ბაღები აშენდება. ჯამში 32 ბაღზეა საუბარი, მათ შორის 24 ახალი ბაღია.

_ ცნობილია, რომ აღმზრდელების ხელფასი საკმაოდ დაბალია. როგორ ფიქრობთ მშობელი მშვიდად გრძნობს თავს, როდესაც 200 ლარიანი ხელფასიან მასწავლებელს აბარებს ბავშვს?

_ აღმზრდელების ხელფასების მატება იგეგმება.ეს საკითხი აქტიურად განიხილება. ის შრომა, რომელსაც ჩვენი თანამშრომლები წევენ, მართლაც დაუფასებელია. აქედან გამომიდნარე, რთულია თქვა რა ხელფასია ადექვატური და შესაბამისი. თუმცა, როგორც გითხარით,  ზრდა იგეგმება და აუცილებლად განხორციელდება.

_ დაახლოებით, როდისთვის გეგმავთ ხელფასების მატებას და რამდენით?

_ ჯერჯერობით პერიოდს ვერ გეტყვით, მაგრამ აქტიურად განიხილება.

_ აღმზრდელი რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, რომ მან დაიწყოს საბავშო ბაღში მუშაობა?

_ პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ მასწავლებლებისთვის არანაირი გამოცდები არ იგეგმება. ჩვენ გვაქვს განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელსაც თანამშრომელი უნდა აკმაყოფილებდეს.

მინდა აღვნიშნო, რომ უპრეცედენტოდ მაღალი ბიუჯეტი გვაქვს, ამიტომ ძალიან ბევრ პროექტებს ვახორციელებთ.  50-ზე მეტი ბაღის ეზოს კეთილმოწყობა დაიწყება, ასევე ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების შეძენა დაიწყება, რომელზეც ნახევარმილიონ ლარს დავხარჯავთ. 2 მილიონი ლარი იხარჯება ეზოების მოწყობისთვის.

_ ბაღებში უსაფრთხოების სახი როგორ არის, ყველას გვახსოვს,  3 წლის ბავშვი გადმოვარდა მეორე სართულის ფანჯრიდან...

_ყველა ბაღის შენობის მეორე სართულის ფანჯრებზე განთავსდა უსაფრთხოების ბადეები, რითაც ეს რისკები შევამცირეთ.

_ თქვით, რომ საკმაო დიდი ბიუჯეტი გაქვთ , რამდენია?

_ წელს ჩვენი ბიუჯეტი 156 მილიონი ლარია.