საბერძნეთში მიგრანტები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ
საბერძნეთში მიგრანტები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ

A+ A-

×

17:15 05/04/2019

საბერძნეთში სამართალდამცველებსა და მიგრანტებს შორის შეტაკება მოხდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სალონიკში ასობით მიგრანტმაჩრდილოეთ მაკედონიაში მოხვედრა ძალის გამოყენებით სცადა.

გავრცელებული ცნობით, მიგრანტთა ბანაკში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელში ყალბი ახალი ამბავი გავრცელდა, თითქოს საბერძნეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის საზღვარი გაიხსნებოდა და მესაზღვრეები მიგრანტებს ქვეყანაში შეცვლის უფლებას მისცემდნენ.

სასაზღვრო პუნქტთან მისვლის მცდელობით, ათობით მიგრატმა ბანაკში სამართალდამცველებს ქვები და სხვა ნივთები დაუშინა. ვითარების დარეგულირების მიზნით პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრელმსადენი აირი გამოიყენა.

2015-2016 წლებში ევროპაში მიგრანტთა რეკორდული ნაკადის დროს საბერძნეთში ათობით ათასი მიგრანტი ჩავიდა. მათი დიდი ნაწილი ახლო აღმოსავლეთიდან არის.