„ომეგას“ თამბაქოს წარმოება აუქციონზე აღარ გაიყიდება
„ომეგას“ თამბაქოს წარმოება აუქციონზე აღარ გაიყიდება

A+ A-

11:33 08/04/2019

კომპანია „ომეგას“ თამბაქოს წარმოება აუქციონზე აღარ გაიყიდება - თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სტოკჰოლმის არბიტრაჟმა შეაჩერა.

სტოკჰოლმის საერთაშორისო სასამართლოში კომპანიის დამფუძნებელმა საქართველოს მთავრობას ზეწოლისა და უსამართლო დევნის გამო უჩივლეს.

დავების გადაჭრის ავტორიტეტულმა ინსტანციამ მიღებული გადაწყვეტილებით ფაქტობრივად დაადასტურა, რომ კომპანიის წინააღმდეგ სახელმწიფო უწყებები ძალადობრივად მოქმედებდნენ. 

ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი საჯარო განცხადებებით, სადაც ის ხელისუფლებას და უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებდა, საპრეზიდენტო არჩევნების წინ გაკეთდა. მან ქვეყნის რეალური მმართველი ბიზნესის ტერორში დაადანაშაულა.

ოქუაშვილის ხმამაღალ განცხადებებს სადამსჯელო ღონისძიებები მოყვა. მას დავალიანება შეახსენეს და აქციზების მიწოდებაზე უარი უთხრეს. ამ დრომდე „ომეგა ჯგუფის“ სიგარეტის ქარხანა გაჩერებულია, ფინანსთა სამინისტრო კომპანიას აქციზურ მარკებს არ აძლევს.

„ომეგა“ მზად იყო მილიონ ნახევარი ლარი აქციზური მარკების შესაძენად ბიუჯეტში წინასწარ გადაეხადა, თუმცა, ამის მიუხედავად, კომპანიას მინისტრს მაჭავარიანის უწყება საწარმოს გახსნის უფლებას ისევ არ აძლევს.