"ბენდუქიძის საცურაო აუზი“ გაიყიდა
"ბენდუქიძის საცურაო აუზი“ გაიყიდა

A+ A-

17:27 08/04/2019

ექსკლუზიური ინფორმაციით,  „ვაკის საცურაო აუზი“ (ე.წ. ბენდუქიძის აუზი) გაიყიდა.  ობიექტის ახალი მფლობელი ქართულ კომპანიაა, თუმცა, მისი სახელი ჯერჯერობით არ ხმაურდება. ცნობილია ის, რომ „ვაკის საცურაო აუზი“ 4 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა და ახალი მფლობელი აუზის პროფილს შეინარჩუნებს. 

როგორც ცნობილია, ობიექტის ყიდვას  და პროფილის შენარჩუნებას ბიზნესმენი, უძრავი ქონების განვითარებისა და აქტივების მართვის კომპანია „შპს რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი გეგმავდა. დღეს პაპაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ აუზის ახალმა მფლობელმა მასზე 1 მილიონი დოლარით მეტი გადაიხადა.

შეგახსენებთ, „ვაკის საცურაო აუზის“ ყიდვას რამდენიმე თვის წინ „ლიდერბეთის“ მფლობელი აკაკი შუბითიძეც გეგმავდა. თუმცა, ორ ბიზნესსუბიექტს შორის ხელშეკრულება არ გაფორმებულა. მიზეზი, რის გამოც არ შედგა  გარიგება, უცნობია. 

წყარო:Comersant.ge