9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა (ფოტო-ამბავი)
9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა (ფოტო-ამბავი)

A+ A-

00:00 09/04/2019

30 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის საშინელი ტრაგედიიდან, როცა რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარის ნაწილებმა ნიჩბების, მხუთავი გაზისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაახლოებით 10 ათას კაციანი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სასტიკად დაარბიეს.

16 ადამიანი, ძირითადად, ქალები ადგილზე დაიღუპა, 4 მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მათგან სამი - ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი და თამრიკო ჭოველიძე მხოლოდ 16 წლის იყვნენ.
25 წლის გია ქარსელაძე კი თბილისში კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ მოკლეს.

სულ დაიღუპა 21 ადამიანი , ასობით დაიჭრა, ათასობით კი მოიწამლა.