ბიძინა ივანიშვილი ფსიქიატრიულშია წასაყვანი - გუბაზ სანიკიძე
ბიძინა ივანიშვილი ფსიქიატრიულშია წასაყვანი - გუბაზ სანიკიძე

A+ A-

11:45 10/04/2019

ეს საშიში კაცი, რომელიც ხელისუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე წავა და ქვეყანასაც დააქცევს, ფსიქიატრიულშია წასაყვანი, სამკურნალოა აშკარად, - განუცხადა "2020NEWS"-ს "დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს კომენტირებისას, სადაც მან გუბაზ სანიკიძე, სხვა ოპოზციურ ლიდერებთან ერთად, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსში "ამხილა".

კლასიკური გაგებით სოციოპატია, რომელსაც ყველა სძულს და ყველას ებრძვის. ხომ ხედავთ, სერიალებსაც ებრძვის უკვე, ადამიანებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ეს კაცი უკვე სახიფათოა ქვეყნისათვის, რომელიც ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერს იზამს და ქვეყანას თავზე დაგვაქცევს. როგორც ჩანს, მას პირუტყვული შიში აქვს ქუჩის, რასაც ვერ გაექცევა, თუ ასე გააგრძელებს და ფაქტია, რომ ასე გააგრძელებს", - განუცხადა "2020NEWS"-ს გუბაზ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, გუშინ, ყოფილ მოკავშირეებთან დაკავშირებით, მათ შორის, გუბაზ სანიკიძეზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლანდელი გადასახედიდან ძნელი დასაჯერებელია, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციაში იყო.