მონიკა ბელუჩის 14 წლის ქალიშვილი Dolce&Gabbana-ს კლიპში გადაიღეს
მონიკა ბელუჩის 14 წლის ქალიშვილი Dolce&Gabbana-ს კლიპში გადაიღეს

A+ A-

18:31 10/04/2019

მონიკა ბელუჩის და ვინსენ კასელის შვილი Dolce&Gabbana-ს სარეკლამო კამპანიაში იღებს მონაწილეობას . დევა კასელი მონიკა ბელუჩისა და ვინსენ კასელის 14 წლის ქალიშვილია, რომელსაც Dolce&Gabbana-ს სარეკლამო რგოლებში იღებენ. ფოტოები გადასაღები მოედნიდან ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი სხვადასხვა მედია-საშუალებებში გავრცელდა. გადაღებები იტალიის ერთ-ერთ საკურორტო ქალაქ რაველოში მიმდინარეობდა. იტალიური მედიის ცნობით,  მონიკა ბელუჩი შვილის თითქმის გადაღებას ესწრებოდა.