არ გამოვრიცხავ, ტაქსისტების საპროტესტო ტალღა ბიძინა ივანიშვილისკენ კალაძემ მიმართა - ხუხაშვილი
არ გამოვრიცხავ, ტაქსისტების საპროტესტო ტალღა ბიძინა ივანიშვილისკენ კალაძემ მიმართა - ხუხაშვილი

A+ A-

×

17:17 11/04/2019

 ქვეყანაში ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს ბრალდება. ამიტომ შეიძლება, შეთქმულების თეორიაზეც ვიფიქროთ, განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა, ტაქსისტების აქციის კომენტირებისას.

„ქვეყანაში ყველაზე მცირე პრობლემაც კი ივანიშვილს ბრალდება და "ეტენება". ვიღაცამ შეიძლება, შეთქმულების თეორიაზე იფიქროს და გააკეთოს დასკვნა, რომ თბილისის მერი კახა კალაძე სპეციალურად უკეთებს ამას ივანიშვილს, რომ მან პროვოცირება მოახდინა ტაქსისტების საპროტესტო ტალღის და ვექტორი მიმართა ბიძინა ივანიშვილისკენ“, აცხადებს ხუხაშვილი „2020NEWS -თან “ საუბარში ხუხაშვილი.