X საუკუნის უცნობი ქართული საგალობლები მალე გაიშიფრება
X საუკუნის უცნობი ქართული საგალობლები მალე გაიშიფრება

A+ A-

17:55 11/04/2019

X საუკუნის საგალობლების გაშიფვრა იწყება. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ჰიმნოგრაფიულ კრებულებში, შუა საუკუნეში შექმნილი საგალობლები ნევმებით (ძველი სამუსიკო ნიშნებით) არის შემონახული. როგორც განათლებისა და კულტურის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, - ნევმების სისტემის მიმართ სამეცნიერო ინტერესი მრავალი წელია არსებობს და მასში დაცული საიდუმლოს ამოხსნა დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა. დღეს მათ ამოხსნასთან ახლოს ვართ და , იმედი მაქვს, მალე მათი გაშფვრა სრულად მოხდება. 

“ ხვალ მნიშვნელოვანი დღეა, საჯაროდ პირველად აჟღერდება X საუკუნის ქართული საგალობლები ორიგინალთან მიახლოებული სახით. ეს არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კულტურის მონაპოვარი იქნება“, აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.