ტრამპი აცხადებს, რომ WikiLeaks-ის შესახებ არაფერი იცის
ტრამპი აცხადებს, რომ WikiLeaks-ის შესახებ არაფერი იცის

A+ A-

×

10:10 12/04/2019

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ WikiLeaks-ის შესახებ არაფერი იცის,- ამის შესახებ CNN წერს.

"არაფერი ვიცი. ეს ჩემი თემა არაა. თუმცა, ვნახე როგორ დააკავეს ასანჟი,"- თქვა ტრამპმა მედიასთან საუბრისას. თუმცა, როგორც ამერიკული მედია წერს, თეთრი სახლის ლიდერი 2016 წელს WikiLeaks-ზე "შეყვარებული" იყო და თავის პოზიციას მაშინ საჯაროდ აფიქსირებდა.

ჯულიან ასანჟი, რომელიც დღეს დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ეკვადორის საელჩოში დააკავა, ლონდონის სასამართლომ 2012 წელს სასამართლოში არგამოცხადების გამო დამნაშავედ ცნო. ასანჟს 12-თვიანი პატიმრობა ემუქრება, განაჩენს სასამართლო მაისში გამოაცხადებს. 

2010 წელს ასანჟი, რომელსაც შვედეთში სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, ლონდონში დააკავეს და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 2012 წელს მან, დაკავებისა და აშშ-ში ექსტრადირების თავიდან არიდების მიზნით ლონდონში ეკვადორის საელჩოში თავშესაფარი მოითხოვა. საელჩოს შენობაში მან თითქმის 7 წელი გაატარა.

11 აპრილს ეკვადორმა WikiLeaks-ის დამფუძნებელს თავშესაფარზე უარი განუცხადა.